საქართველო პატარა ხუთოსან გოგოს თუ ბიჭს შეადარა, რომელმაც გაბედა და უბნის ყოჩს, ანუ რუსეთს არ შეეპუა, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მოქმედებებისა საქართველოს მიმართ მოქმედებებისა არის რუსეთის ხელისუფლების სუბიექტური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ.
"მაგალითად, რუსეთი არის უბნის ძველი ბიჭი, ყოჩი, კრიმინალური ავტორიტეტი და უცებ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გამოჩნდა ხუთოსანი გოგო თუ ბიჭი არ ვიცი, იღებს ფრიადებს ყველას მოსწონს, ყველა თავზე ხელს უსვამს, ყველას უნდა რომ დაეხმაროს და მანიც და მანიც ამ ძველ ბიჭსაც არ ეპუება. ერთხელ წამოარტყა თავზე ხელი, ორჯერ და ბოლოს გადაწყვიტა, რომ კარგად მისცხოს და ამ ხუთოსანმა ხელი შუბრუნა და ერთი პანღურიც ამოარტყა. ამასობაში უბანში შემოხედა მსოფლიო თანამეგობრობამ და ყველა გააჩერა. ყველამ იცის რომ ეს ხუთოსანი ისევ დადის სკოლაში და ისევ იზრდება", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, "რა თქმა უნდა, ძველი ბიჭის მენტალიტეტიდან გამომდინარე, ეს მიუღებელია".