რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების პუნქტებს, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ყველა იმ დოკუმენტის სანდოობას, რომელსაც ხელს რუსეთის პრეზიდენტი აწერს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა "DELFI"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთმა ამ შენთანხმების არც ერთი პუნქტი არ შეასრულა. პირიქით, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტი ძალების მობილიზება მოახდინა. მე მაინტერესებს სხვა კითხვა. ვინმე ენდობა თუ არა კიდევ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ამ მაგალითის შემდეგ?", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
მისივე შეფასებით, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობით საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთი ბევრს კარგავს, რადგანაც ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ არც ერთ დოკუმენტს ნდობა აღარ ექნება.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა რუსეთთან ახალი ომი, გილაურმა უპასუხა, რომ ახალი ინტერვენციის ვერანავირ შესაძლებლობას რუსეთის მხრიდან ვერ ხედავას.
"არა, რადგანაც ვითარება სულ სხვანაირია. ეს ადრე იყო. ჩვენ 2008 წელში საერთაშორისოს საზოგადოებას ვეუბნებიდით, რომ ეს შესაძლებელი იყო. ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ჩვენ გვიპასუხეს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან 21-ე საუკუნეში მსგავსი შემთხვევები არ ხდება. მაგრამ ეს მოხდა და ახალა საერთაშორისო საზოგადოებამ იცის რუსეთის ნამდვილი სახე. აბსოლიტურად ნათელია რუსლი რეჟიმის სახე, მეორე, ეკონომიკური მდგომარეობა ახლა სრულიად განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია ნავთობის ფასიც, რაც რუსეთმა საქართველოში შეჭრით მიაღწია აქ დიდებული არაფერია. რუსეთის მთავრი მიზანი ხელისუფლების რეჟიმის შეცვლა, ენერგეტიკული კორიდორის დახურვა იყო. მსგავსი არაფერი არ მოხდა, გარდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარა. ასე, რომ ვითარება სრულიად განსხვავებულია და მე ვერ ვხედავ ახალი ინტერვენციის საფრთხეს", - განაცხადა გილაურმა.