"ახალი მემარჯვენეები" უახლეს დღეებში საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
"მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი პარტია ძირითადად კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვით იყო დაკავებული. ამ კუთხით ამბროლაურში გაფართოებული შეხვედრაც გავმართეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები, რომელსაც საკონსტიტუციო კომისიას უახლეს დღეებში გავაცნობთ", - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, "ახალმა მემარჯვენეებმა" კომისიასთან შეხვედრის მოთხოვნით წერილობით საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს უკვე მიმართეს და სავარაუდოდ შეხვედრა 4-დან 10 სექტემბრამდე ვადაში შედგება.