ოსი სეპარატისტები მობილური კავშირგაბმულობის საკუთარი ფიჭური ოპერატორის შექმნაზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაჩნდა საჭიროება და შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი მობილური ოპერატორი შეიქმნას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კაბისოვმა დღეს ცხინვალში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთში არის ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ დახურული სააქციო საზოგადოების "ოსტელეკომის" ბაზაზე (რუსული კომპანია "მეგაფონის" შვილობილი კომპანია) საკუთარი ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორი შეიქმნას", _ განაცხადა კაბისოვმა.