საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის რუსეთის პატრიარქს კირილეს მიმართავს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული ტაძრების ე. წ. რესტავრაციის პროცესის შეჩერებას სთხოვს.
დავითაია ამ საკითხთან დაკავშირებულ მიმართვას რუსეთის პატრიარქს პირადად უგზავნის.
"ნება მიბოძეთ, გავამახვილო თქვენი ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში, მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ-ისტორიული მემკვიდრეობის ე. წ. სარესტავრაციო პროცესის დაწყებას ეხება.
თავად იქ ფაქტი, რომ რესტავრაცია არ არის მიმართული ძეგლების პირვანდელი სახის შენარჩუნებისკენ და თავად აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მდგომარეობა გულგრილს ვერ დაგვტოვებს", _ წერს დავითაია და იქვე დასძენს: "სამწუხაროდ, ამ მოქმედებების აზრი ძალიან მძიმე და სავალალოა და შედეგის ლოდინი დიდხანს არ მოგვწევს.
მომავალი თაობა მოკლებული იქნება შესაძლებლობას ეზიაროს მართლმადიდებლობის ისტორიას, რომელსაც აქვს საბედისწერო მნიშვნელობა ჩვენი ხალხებისათვის", _ აცხადებს დავითაია და ამ პროცესში რუს ბიზნესმენთა ჩართვაზე ამახვილებს ყურადღებას.
"რესტავრაციის ამ პროცესში კი რუს ბიზნესმენთა ჩართვამ მიბიძგა თქვენთვის მომემართა, იმის გამო, რომ აღნიშნული ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის საპატრიარქოს მიერ დაკავებულ პოზიციას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრებთან მიმართებაში ასევე მართლმადიდებლობის საგანძურის სიმყარის მთლიანობასთან მიმართებაში.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ თქვენ, გააკეთოთ ყოველივე შესაძლებელი, რათა შეაჩეროთ ეს დამანგრეველი პროცესი ყველა ჩვენგანისთვის", _ აცხადებს მიმართვის ბოლოს დავითაია.