ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გუნ ცზიან ვეი ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მიიღო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა განაცხადა, ეს იყო ორწლიანი მუშაობის შემდეგ ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრა. ჩინელი დიპლომატი ამ პოსტზე მუშაობას ასრულებს.
ელჩმა აღნიშნა, რომ მუშაობა გაგრძელდება იმ საკითხებზე, რომლებიც მისი პოსტზე ყოფნის დროს მიმდინარეობდა, მათ შორის ერთ-ერთია ჩინეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიარეისების დანიშვნა.
ელჩისა და აჭარის მთავრობის მეთაურის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ბათუმთან, როგორც ტურისტულ ქალაქთან ურთიერთთანამშრომლობას, ასევე ურთიერთობებს კულტურის, განათლებისა და ინვესტირების სფეროში.