სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა ე. წ. სამინისტროების, უწყებებისა და ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან თათბირი ჩაატარა, რომელზედაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის 2011 წლის ბიუჯეტზე მუშაობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თათბირის დასაწყისში ე. წ. პრემიერმა დამსწრეებს მოსკოვში თავისი ვიზიტის შედეგები გააცნო და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები უკვე განსაზღვრულია.
"საბიუჯეტო დოტაცია 2,5 მილიარდი იქნება, პლუს 300 მილიონი საკუთარი შემოსავალი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარება 6 851 300 000 რუბლი", _ განაცხადა ბროვცევმა.
მან ე. წ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ორი-სამი დღის განმავლობაში 2011 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავება დაავალა.