დღეს რუსთავში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არმატურის ახალი საწარმო გახსნა.
ფოლადსადნობ საწარმოს მშენებლობაში ინდური ინვესტიცია ჩაიდო. საწარმო ჯართს გადაამუშავებს და არმატურას დაამზადებს.
პირველ ეტაპზე ყოველდღიურად 175 ათასი ტონა არმატურის წარმოება მოხდება. რაოდენობის გაზრდის შემდეგ კი პროდუქცია ექსპორტზეც გავა. ქარხანაში 500 ადამიანი დასაქმდა. მუშახელი ინდოეთიდანაც ჩამოიყვანეს. საწარმოში ხელფასი საშუალოდ 500-600 ლარი იქნება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქარხნის მუშაობა რუსთავის განვითარებასა და ადგილობრივების ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
"ის, რომ ამ დონის ინვესტორები შემოდიან საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მართლაც მკვიდრდება მსოფლიო რუკაზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავარწმუნეთ სერიოზული მოთამაშე, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.