ქუთაისში მცხოვრებმა თამარ ლომსაძემ 118-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო სიაში გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა.
მან ფაქტის შესახებ ცესკო-ს შეატყობინა და მოითხოვა, დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარდაცვლილი შვილის ბიულეტენის გაუქმება.
მისი თქმით, მისი შვილი რამდენიმე წელია გარდაცვლილია და სიაში სრულიად შემთხვევით შეამჩნია.
"მეტი შვილი არ მყავს. ეს ერთი შვილი მყავდა. გაუბედურებული დედა ვარ, 10 წლის უნახავი შვილი ჩავდე მიწაში და აგერ ვნახე სიაში", - განაცხადა მან.
როგორც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს მათი კომპეტენცია არ არის. მათივე თქმით, სია ცესკო-მ გადასცა.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა. ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.