საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში, ახლადაშენებულ სასტუმრო კომპლექს "ანაკლიაში" უმრავლესობის წევრებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა 19:00 საათზეა დაგეგმილი, რომელსაც უმრაველესობა სრული შემადგენლობით დაესწრება.
წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ, ასევე შიდა და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება.