დღეს, 3 სექტემბერს, ანაკლიაში უმრავლესობის გასვლითი სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად, სავარაუდოდ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია სხდომის დაწყების დრო.
წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ, ასევე შიდა და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება.