დღეს, 3 აგვისტოს, 12:00 საათზე მოძრაობა "არა" აქციის სანქცირების თაობაზე თბილისის მერიაში განაცხადს შეიტანს.
მოძრაობა "არა" 10 სექტემბრისათვის ამზადებს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება პოლიტიკური, უკანონო, რელიგიური პატიმრების დაკავების როგორც (შსს) ოფიციალური ასევე რეალური მოტივები და გარემოებები თუ როგორ კანონდარღვევით იხდიან პატიმრები სასჯელს. აღნიშნული დოკუმენტი 10 სექტემბერსვე გაეგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოებს საქართველოში.
10 სექტემბერს, დღის 2 საათზე, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოძრაობა "არა"-ს ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია, პოლიტიკური, უკანონო და რელიგიური პატიმრების მხარდასაჭერად.
მოძრაობა "არა"-ს ინიციატივას მხარს უჭერენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები. პატიმრების მშობლები და ნათესავები.
10 სექტემბრისათვის მომზადებულ დოკუმენტში ასახული იქნება: რელიგიური პატიმრების - შოთა აფხაიძის, რატი მაისურაძის და 6 მათი თანამებრძოლის საქმეები. პოლიტიკური და უკანონო პატიმრების - მამუკა შენგელიას, მელორ ვაჩნაძის, ვახტანგ მაისაიას, ლევან გოგიჩაიშვილის, შაკო გოგინაშვილის, გიორგი ალხაზიშვილის, გიორგი ჟვანიას, გვანცა ყუფარაძის, მუხროვანის ე.წ ამბოხებაში ბრალდებული პირების საქმეები.
მოძრაობა "არა", აქციის მხარდამჭერები, აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ სააკაშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლებას.