"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელებაც იგეგმება, "თავისუფალი დემოკრატები" არ ეთანხმებიან.
"სექტემბრის შუა რიცხვებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან გაფართოებულ შეხვედრას გავმართავთ და ჩვენს პოზიციას გავაცნობთ, თუ რატომ ვთვლით ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად. ასევე საზოგადოებას აღნიშნულზე ჩვენს ხედვასაც შევთავაზებთ", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ექსპერტები, ჟურნალისტები, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.