აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში შეხვედრები გამართა.
სასჯელაღსრულების სამინისტროში ბასს მინისტრმა ხათუნა კალამახელიძემ მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
კალმახელიძის თქმით, სამინისტროსთვის აშშ-ის მხარდაჭერა კონკრეტული შედეგების მიღწევის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ბასმა უწყების საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამინსიტროში მიმდინარე რეფორმების სრული მხარდაჭერა გამოხატა.
საგარეო უწყებაში ჯონ ბასმა და გრიგოლ ვაშაძემ ამერიკული მხარის თხოვნით გამართულ შეხვედრაზე აშშ-საქართველო ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.