პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებას საზღვარგარეთის ქვეყნებშიც გეგმავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
"ჩვენი მიზანია, პარტიული საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ გავაფართოვოთ. კერძოდ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნების დედაქალაქებში და დიდ ქალაქებში პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებას ვგეგმავთ. ამ კუთხით მუშაობა ქართულ დიასპორასთან უკვე დაწყებული გვაქვს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის პირველი რეგიონალური ორგანიზაცია 10 სექტემბერს ზუგდიდში დაარსდება.