ლიტვა მზად არის, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თავისი გამოცდილება გაუზიაროს. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტიმა დალია გრიბუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან შეხვედრის დროს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "რეგნუმი" ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ლიტვის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ლიტვა ძველებურად მხარს უჭერს საქართველოში სტრუქტურულ რეფორმებს და მზად არის, ევროინტეგრაციის გზაზე თავის გამოცდილება გაუზიაროს.
"ლიტვა მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს. საერთო პროექტები მეურნეობის სპეციფიკური დარგების განვითრებას უწყობს ხელს, ავითარებს ლიტვა-საქართველოს თანამშრომლობას, ასევე ხელს უწყობს ამ ქვეყნას, მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს", - აღნიშნა მან.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია და ადმინისტრაციული რესურსების განვითარება.
გრიბაუსკაიტეს შეფასებით, საქართველო მხოლოდ რეფორმების დასრულების შემდეგ შეძლებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვას დღეს ეწვია.