საპარალამენტო ოპოზიციის წარმომადეგნელი პაატა დავითაია ახალგორში ქართული ენის სწავლების დისკრიმინაციის პროცესს აპროტესტებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაუყონებლივ ჩააყენოს საქმის კურსში. ამის შესახებ განცხადება დავითაიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, უკვე ცნობილა, რომ ახალგორში იკრძალება ქართული ენის სწავლა არაქართულენოვან სკოლებში. რაც შეეხება ქართულენოვან სკოლას, დავითაიას ნფორმაციი იქ დღემდე არსებობდა ორი ქართუილ სკოლა თუმცა ორივე გააერთიანეს და დარჩენილია ერთი სკოლა, რომელშიც სწავლის პროცესი მიმდინარეობს მოსკოვში დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიედვით.
დავითაიას თქმით, ეს ეწინააღმდეგება მშობლიურ ენასთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო კოვენციებსა და ხელშეკრულებებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი უნდა გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მსჯელობის და რეაგირების საგანი.
მისი თქმით, ახალგორის ერთადერთ ქართულ სკოლაში წელს პირველ კლასში მივიდა მხოლოდ ერთი ბავშვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება და ზოგადად პროცესი მიმდინარეობს ქართული ენის დისკრიმინაციის კუთხით. სწორედ ამიტომ იგი ხლსუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყონებლივ იქნას საერთაშორისო ორგანზიაციები საქმის კურსში ჩაყენებული.
პირადად იგი კი ამ საკითხს დააყენებს ევროსაბჭოს საშემოდგომო საპარლამენტო სესიაზე, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება.