რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს განკარგულებით, რუსეთიდან დეპეშები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონში - ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უკვე "სწორად" იგზავნება.
ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალურმა ტელეგრაფმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ორი წლის თავზე "თავისი შეცდომა გამოასწორა" და დეპეშების გაგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უკვე "სწორად" დაიწყო.
კერძოდ, მათივე ინფორმაციით, მედიაში გამოქვეყნებული რამდენიმე წერილი შემდეგ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განკარგულებით, რუსეთის ცენტრალურმა ტელეგრაფმა მდგომარეობა შეცვალა. მისამართის გრაფაში აქამდე საქართველოს ამ ორივე რეგიონში რუსეთიდან გამოგზავნილ დეპეშაში იწერებოდა "საქართველო. ცხინვალი".
"შეცდომის გასწორების" შემდეგ კი ამჟამად დეპეშები "სწორი" მისამართით იგზავნება "სამხრეთ ოსეთი. ცხინვალი", - წერს ოსური მედია.