ხვალ, 3 სექტემბერს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ჯეიმი მაკგოლდრიკი პანკისის ხეობაში წყალდიდობისაგან დამცავი სამუშაოების დაწყების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
პანკისის ხეობაში ალაზნის არხის, მთის ხევების კალაპოტების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით განხორციელდება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.Pპირველ ეტაპზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, 60.000 ლარი გაიხარჯება.
სამუშაოები ხვალ სოფელ ჯოყოლოდან დაიწყება. სექტემბრის ბოლომდე ალაზნის არხისა და მთის ხევების 9 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდება. სამუშაოებზე 30 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
"ბოლო პერიოდში კახეთში მოსულმა სტიქიამ პანკისის ხეობა რამდენჯერმე დააზარალა. ამ სამუშაოების განხორციელება საშუალებას მოგვცემს მოსახლეობამ თავიდან აიცილოს წყალდიდობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი,"--- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
გაეროს განვითარების პროგრამა პანკისის ხეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებსაც გეგმავს.