რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფება. მასთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ამ რეგიონში რუსული დელეგაციაც ჩავიდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჩასვლისთანავე პატრუშევმა და რუსული დელეგაციის წევრებმა გვირგვინები მიიტანეს ზარის გზაზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისა და 1989-1992 წლებში მომხდარი ქართულ-ოსური კონფლიქტის მსხვერპლთა მემორიალთან.
ოსური მედიის ინფორმაციით, რუსული დელეგაციის წევრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს მოინახულებენ.
მასალის გამოყენების პირობები