აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო საოკუპაციო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა შვილები აფხაზეთის სკოლებში ისწავლიან. წელს აფხაზეთის სკოლების პირველმა კლასებმა რუს ოკუპანტთა 15 შვილი მიიღეს.
სულ აფხაზეთში არსებული რუსული "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის სკოლებში რუს სამხედრო მოსამსახურეთა 100-მდე ბავშვი სწავლობს.
მათივე ინფორმაციით, ისინი სოხუმის, გაგრის, ტყვარჩელისა და ახალი ათონის სკოლებში სწავლობენ.
მასალის გამოყენების პირობები