რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედევედევის ბაქოში ვიზიტი შეიძლება სომხეთისთვის ცივი წყლის გადასხმა იყოს.
აღნიშნულის შესახებ სტატიას სომხური გამოცემა "ჟმანაკი" აქვეყნებს.
"დაახლებით ორი კვირის წინ მდედვედევი სომხეთში იყო და ეს ვიზიტი წარმოდგენილი იყო, როგორც სოხეთ-რუსეთის მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ სომხეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა დიდი ალბათობა არსებობს იმის, მდევედევის ვიზიტით რუსეთი სომხეთს ცივ წყალს გადაასხას და შეეცდება ორივე დაპირისპირებულ მხარესთან თავისი ურთიერთობა მოაგვაროს.
ნებისმიერ შემთხვევაში კი, ცნებას "სტრატეგიული პარტნიორობა" რუსეთი იყენებს აზერბაიჯანის მისამართისაც და ალბათ მოსკოვი აზერბაიჯანს თანამედროვე შეიარაღებასაც მიჰყიდის, კერძოდ კი სარაკეტო საზენიტო სისტემას С-300 და ეს განცხადება არ არის უბრალოდ დიპლომატია.
უფრო მეტიც, რუსეთის ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ სომხეთს რუსეთი თვლის თავის ფორ-პოსტად და მიწის ყოველი კვადრატი თავისი გონია, მაშინ რუსეთს დიალოგი აზერბაიჯანთან თანაბრად განხორცილდება. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს ის, რისი მიღებაც აზერბაიჯანისგან სურს, როგორც სომხეთისგან, საიდანაც ყველაფერი მიიღო შესაძლებელიც და შეუძლებელიც", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, გაზეთი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ერევანში იმედი აქვთ, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკები მათ ხარჯზე არ მიიღწევა.