დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა უზენაეს სასამართლოში გაიმართება. განხილვაში მოსამართლეები, პარლამენტის წევრები და კონსტიტუციის პროექტის ავტორები მიიღებენ მონაწილეობას.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოსამართლეთა დანიშვნას უკავშირდება. კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან, რაც მათი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.