რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას უარყოფს.
"ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება", _ განაცხადა დღეს რუსულ მედიასთან საუბრში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის სამმართველოს წარმომადგენელმა.
მათი განცხადების მიხედვით, აფხაზეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არავითარი აფეთებები არ მომხდარა.
აღნიშნული აფეთქების შესახებ ინფორმაციას ასევე უარყოფს სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის სამინისტრო.
"მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის რაიონში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა", _ აცხადებს აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია.