20 სექტემბერს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მიკრორაიონი მოსკოვსკი იხსნება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტს ინფორმაციით ამ დღეს აღნიშნულ მიკრორაიონში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა შესახლდება. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა დღეს აღნიშნულ მიკრორაიონში #1 სკოლის გახსნისას გააკეთა.
ყველას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. მინდა მადლობა გადავუხადო მოსკოვის მთავრობას იმ დახმარებისა და ყურადღებისთვის, ასევე ამ მიკრორაიონის ჩუქნისათვის ჩვენი მოსახლეობისთვის. 20 სექტემბრისთვის ეს მიკრორაიონი მოსახლეობით გაივსება. განაცხადა ედუარდ კოკოითმა. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი დუდად აფასებს მოსკოვის ხელისუფლების ამ საჩუქარს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ამ რეგიონში 60 სკოლა გაიხსნა, სადაც 5 ათასი მოსწავლე სწავლობს.