გალის ოკუპირებულ რაიონის სოფელ კოხორაში მდებარე რუსულ ბაზაზე აფეთქება მოხდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის გალის მიმართულების ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა, ჯერ-ჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზები, ასევე ინციდენტის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.
მისივე ინფორმაციით, აფეთქების დროს ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.