კობა სუბელიანი და ნიკოლოზ რურუა მათ მიერ გადადგომის შესახებ განცხადებების დაწერას უარყოფენ.
როგორც მინისტრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს, რომელიც პრემიერმა არ დაუკმაყოფილა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მინისტრები აცხადებენ, რომ მათი გადადგომის საკითხი არ განიხილება.