"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ინგა გრიგოლია ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს გია თორთლაძეს აკრიტიკებს და ურჩევს რომ ხელისუფლების მიმართ მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს.
გრიგოლოიამ თორთლაძეს ეს რჩევა დღეს პარლამენტში გამართულ ანტიკრიზისულ საბჭოზე მისცა, რასაც მასა და თორთლაძეს შორის კამათი მოჰყვა.
კამათი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოუსვლელობამ გამოიწვია, რის გამოც საბოლოოდ სხდომა ჩაიშალა.
აღსანიშნავია, რომ სხდომა პაატა დავითაია მოთხოვნით გაიმართა, დავითაია დევნილების მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო პრემიერ მინისტრის დაბარებას ითხოვდა, თუმცა გილაურის პარლამენტში მოსვლა მაინც ვერ მოხერხდა, ეს საკითხი კი ქრისტიან დემკრატების პროტესტის საგანი გახდა. როგორც ინგა გრიგოლიამ განაცხადა, მთავრობის მხრიდან ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი, ვინაიდან მისი თქმით როდესაც პრემიერი არ მოდის სხდომას ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მაინც უნდა დაესწროს.
"თუ მთავრობის სხდომა 13:00 საათზე იყო დაგეგმილი, პრემიერს ხელს რა უშლის, რომ 11 საათისთვის პარლამენტში მოსულიყო. ამიტომ ანტიკრიზისული საბჭო მთავრობის მიმართ ცოტა უფრო მკაცრი უნდა იყოს", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
გრიგოლიას ამ შენიშვნას გია თორთლაძე გამოხმაურა და შეახსენა მას რომ იგი ანტიკრიზისული საბჭოს წვერი არ არის და შესბამისიად მისი კრიტიკა მისთვის მიუღებელია.
"ცუდია რომ ასეთ ტონში გვიწევს საუბარი", - მიმართა თორთლაძემ გრიგოლიას. მათ შორის, ამ საკითხზე ხმამაღალი კამატიც გაიმართა, გრიგოლიას კი მხარი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა დაუჭირეს. განსაკუთრებით მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ, რომელმაც გრიგოლიას "საბჭოს გამომაფხიზლებელიც კი უწოდა ეს ტერმინი კი უკვე გია თორთალძეს არ მოეწონა.
"სხდომები აქამდე ადამიანურად ტარდებოდა და შენიშვნებს ვერ მივიღებ იმ ადამიანისგან, რომელიც პირევლად დაესწრო სხდომას", - განაცხადა გია თორთლაძემ.
სხდომის ჩაშლის შემდეგ კი ინგა გრიგოლიამ თორთლაძეს დიქტატორი უწოდა რის გამოც თორთლაძემ გრიგოლიას "ამრევის" სტატუსი მიანიჭა.