ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა ერთ საათიანი კამათის შემდეგ ჩაიშალა. ანტიკრიზისიული საბჭოს სხდომა საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენლის პაატა დავითაიას მოთხოვნით გაიმართა, თუმცა მისი მოთხოვნის მთავარი არსი მაინც ვერ დაკმაყოფილდა, ვინაიდან იგი დევნილების მიმართ გატარებული ღონისძიებების გამო ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დაბარებას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა 2-3 სექტემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრი საქართველოში არ იქნებოდა, სხდომა დღეისთვის დაინიშნა, თუმცა პრემიერ-მინისტრის მოყვანა მაინც ვერ მოხერხდა.
როგორც ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ განმარტა, იგი გილაურს გუშინ საღამოს 18:00 საათზე დაუკავშირდა და სხდომის გამართვის შესახებ აცნობა, თუმცა მიიღო განმარტება, რომ პრემიერი დღეს 13:00 საათზე მთავრობის სხდომას მართავდა და ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მოსვლას ვერ შეძლებდა.
დღეს საღამოს 3-დღიანი ვიზიტით ლიტვაში მიემგზავრება, შესაბამისად იგი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას ვერც იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ სხდომა 2 ან 3 სექტემბერს გაიმართებოდა.
აღსანიშნავია, რომ გილაურის ეს განმარტება თორთლაძისათვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა, თუმცა პროტესტი გამოიწვია ოპოზიციაში, განსაკუთრებით კი მიუღებელ აღმოჩნდა პაატა დავითაიასთვის, შესაბამისად ამ საკითხს ოპოზიცია საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა. პაატა დავითაიამ ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ინგა გრიგოლია და მრეწველების წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ამ ფაქტს ხმამაღლა აპროტესტებდნენ, რის გამოც საბოლოოდ სხდომა ჩაიშალა. თუმცა აღსანიშნავია რომ ამ საკითხზე კამათი თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას უმრავლესობის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.