"ახალგორი, ხომ საქართველოა, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ნამყოფი ვარ", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ახალგორში დისლოცირებული საოკუპაციო ჯარების ერთ-ერთმა სამხედრომ განაცხადა.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლების უმეტესობამ იცის, რომ მათ ახალგორის ტერიტორია ოკუპირებული აქვთ და რაიონი საქართველოს შემადგენელი ნაწილია, თუმცა ამაზე ფიქრი არ უნდათ, რადგან მათ მაგივრად "რუსეთში სხვები ფიქრობენ".
"ჩვენ ფიქრი არ გავევალება. კარგი იქნებოდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა იყოს და ასე უაზროდ არ ვხოცოთ ერთმანეთი. მე ეს ძალიან მინდა. თუნდაც, ისეთი ავტომობილი, რომ მყავდეს (უთითებს ერთ-ერთი ახალგორელის BMW-ზე) და კარგი სამსახური მქონდეს რა მინდოდა აქ?! მეყოლობოდა ოჯახი და ვიცხოვრები რუსეთში ჩემთვის, ბედნიერად", - განაცხადა პირად საუბარში ერთ-ერთმა რუსმა ოფიცერმა.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები ცდილობენ "უცხოები" იმაში დაარწმუნონ, რომ მათი შემოსვლის შემდეგ რაიონში სიმშვიდე დამყარდა.
"ჩვენ მოსახლებას არაფერს არ ვუშავებთ. ჩვენი მოვალება მათი დაცვაა. ისიც კარგად ვიცით, რომ ქართველები ძალიან კარგი ხალხი ხართ, სტუმართ და მშვიდობის მოყვარეები, სიამოვნებით ვნახვდი თბილისს, რომელზედაც იძახიან, რომ ძალიან გაალამაზესო, მაგრამ ეს ალბათ ვერასდროს ვერ მოხდება", - განაცხადა რუსმა ოფიცერმა და აქვე დასძიანა, რომ ძალიან მოსწონს ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა.
რუს სამხედროებს და გენერელებს კი ყველაზე მეტად ის აკვირვებთ, რომ ქსნის ერისთვების სახლ-მუზეუმში ვერც ერთი ოსური წარმოშობის ექსპონანტი ვერ აღმოჩინეს.
"ახალგორი ხომ სამხრეთ ოსეთია, მაშინ რატომ არ გაქვთ ოსური წამოშობის ექსპონანტები", - უკვირთ რუს გენერელებს.