ახალგორის ოკუპირებული რაიონის სოფელ მოსაბრუნთან მდებარე ოსი სეპარატისტების უკანონო საგუშაგოზე ახალგორელი ე.წ. ძალოვანები ცხინვალიდან ჩამოყვანილი ოსი სამხედროებით ჩაანცვლეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორში მოსახლებამ განუცხადა, დაახლებით ორი კვირის წინ რაიონში ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საზღვრის დაცვის დეპარტმანტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც საგუშაგოზე ადგილობრივები ჩაანცვლეს.
მათი განმარტებით, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ახალგორის ე.წ. ადგილობრივ ხელისუფლებას და ე.წ. ძალოვანებს არ ენდობა, რომელთა უმეტესობაც რაიონში მცხოვრები ოსი ეროვნების მოსახლებისგან არის დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ ახალგორის რაიონში ყველა ქვედანაყოფს ცხინვალელი ე.წ. სამართალდამცველები ხელმძღვანელობენ.
ცხინვალიდან ჩამოსული სამხედროები და რუსი ოკუპანტები, რომელთაც უკანონო საგუშაგოები სოფელ მოსაბრუნთან ერთმანეთისგან დაახლებით 500 მეტრის დაშორებით აქვთ მოწყობილი ყველა სამარშუტო ტაქსს და ავტომობილს ჩხრეკენ, რომელიც რაიონში შედის ან გამოდის.