დღეს, 1-ელ სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განცხადების შეტანის ვადა იწურება, რომელიც სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მქონე პირებისათვის სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების გადახედვას ითვალისინებს.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის" შესახებ კანონში, მთავრობის ინიციატივით შევიდა და სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებს უფლება მიეცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის თუ გადახედვის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართონ არა უგვინეს 2010 წლის 1-ლი სექტემბრისა.
სამინისტრო კი უფლებამოსილი იქნება საჯარო და კერძო ინტერსების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში და საქართველოს მთვრობის თანხმობით, გადაწყვეტილება მიიღოს ხელშეკრულების პირობების შეცვლის და/ან გადახედვის შესახებ. ამასთან, სამინისტროვე გადაწყვეტს, გაათავისუფლოს თუ არა სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები პირი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისგან.
ანალოგიური გადაწყვეტილება მთავრობას სახელმწიფო ქონების მყიდველების მიმართ უკვე მიღებული აქვს.