საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა თანამდებობა დატოვა. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერს დღეს უნდა გაეკეთებინა, თუმცა მთავრობაში მიმდინარე კონსულტაციების გამო გილაური განცხადებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს გააკეთებს. კობა სუბელიანი მუშაობას ხელისუფლებაში მხოლოდ იმ დრომდე გააგრძელებს ვიდრე მის შემცვლელს მოძებნიან. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მას სასწავლებლად საზღვარგარეთ გაუშვებენ.
სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლტოლვილთა მინისტრის პოსტი სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიას შესთსავაზეს, თუმცა მან ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. გოროზიას პრეტენზიას ჯანდაცვის მინისტრობაზე აცხადებს. თუმცა "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ამ პოსტს ანდრია ურუშაძე დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.