საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა. გილაურის თქმით, ამ დროისათვის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატთან კონსულტაციები მიმდინარეობს და მისი ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
შეგაცხსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის უკვე ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. ამ დროისათვის კვიტაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალოების შემსრულებლად დაინიშნა.