თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია. იგი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან, 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება.
აკადემიური საბჭოს წევრების განცხადებით, მათ კვიტაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა.