საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ხრაჩ სილვანიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ვაშაძემ და სილვანიანმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას.