საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოცილური დაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა მინისტრის თანამდებობიდან მისი გადადგომის ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, იგი აპირებს მუშაობა გააგრძელოს ივანე ჯავახიშვუილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის თანამდებობაზე.
"გარკვეული პერიოდის წინ, აკადემიური წრეებიდან მე მქონდა შემოთავაზება დამეკავებინა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი, რაზედაც ფიქრის შედეგად დავთანხმდი. დღეს ტარდება აკადემიური საბჭო, სადაც იქნება ჩემი კიანდიდატურაც წარდგენილი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ამის გამო მე დღეს დავწერე განცხადება და დავტოვე მინისტრის თანამდებობა, რადგან საბჭოს ხელი არ შეშლოდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. უნივერსიტეტი არის ჩემთვის ძალიან ახლო და საყვარელი დაწესებულება, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი მინისტრობის პერიოდში მუშაობაში მეხმარებოდნენ", - განაცხადა კვიტაშვილომა.