საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის მინისტრის პოსტს ყოფილი მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის მოადგილე, ანდრია ურუშაძე დაიკავებს
"ჯი-ეიჩ-ენის" სანდო წყაროს ცნობით, აღნიშნულ კანდიდატურაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიასა და რესპუბლიკური საავამდყოფის დირექტორის, ნიკა ყიფშიძის კანდიდატურებიც განხილებოდა, თუცა არჩევანი ურუშაძეზე გაკეთდა.
ცნიბისთვის, სანდრო კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის გახდა ცნობილი, იგი მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს და სავარაუდუდ, რექტორის პოსტს დაიკავებს.
ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი შეასრულებს.