ცხინვალი-ახალგორის სავტომობილო გზის მშენებლობას ოსი სეპარატისტები ორი წელია უშედეგოდ ცდილობენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის მოსახლებამ განუცხადა, ცხინვალი-ახალგორის სავტომობილო გზის მშენებლობა სეპარატისტებმა რაიონის ოკუპაციისთანავე დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე კოკოითის რეჟიმმა მხოლოდ მოხრეშვისთვის შეძლო თანხის "გამეტება".
მათი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთისთვის ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა "რუსების მიერ მიცემული ფული" უკვე გამოყო, თუმცა არავინ იცის, "კრემლის მილიონებს" რა ბედი ეწია.
მიუხედავად ამისა, ცხინვალი-ახალგორის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ, თუმცა მძღოლების თქმით, გზის გაკეთების შემთხვევაში ცხინვალში ჩასვლას საათ-ნახევარი დასჭირდება, ახლა კი სამ საათზე მეტია საჭირო.
მათი თქმით, გზის არარსებობის გამო ცხინვალში წამსვლელი ძალიან ცოტაა.