ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სახალხო დამცველის დავით სანაკოევის ინფორმაციით, ამ დროისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უზგო-უკლოდ დაკარგულად 140 ადამიანზე მეტი ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.
სანაკოევის თქმით, 140 ადამიანიზე მეტი უგზოუკლოდ 1989 წლიდან 2008 წლის ჩათვლით არის დაკარგული.
"1989 წლიდან დაკარგულების რაოდენობამ 140 ადამიანს მიაღწია, ხოლო 2008 წლიდან მათ კიდევ 7 პირი დაემატა. ჩვენ აღნიშნულ საკითხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში განვიხილავთ, ასევე საკითხის მოგვარებაში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგი და საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვარიც" არის ჩართული", - აღნიშნა სანაკოევმა.
მისივე თქმით, უახლეოს მომავალში ცხინვალში ევროსაბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტებს ელოდებიან, რომლებიც თომას ჰამერბერგს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკლოდ დაკარგული ე.წ. მოქალაქეების მოძებნაში ეხმარებიან.
"ასევე არის სხვა ინიციატივებიც საერთაშორიოსო ორგანიზაციებიდან უგზო-უკლოდ დაკარგულების მოძებნასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია დაკარგული ადამიანების ბედი და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების ბედის გარკვევას", - აღანიშნა სანაკოევმა