1-ლი სექტემბრიდან ოსი სეპარატისტები ოკურირებულ ახალგორის რაიონში შესასველად მოსახლებას "ოფიციალურ" გადასახადს დაუწესებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის მოსახლებამ აცნობა, ადგილობრივმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1-ლი სექტემბრიდან ოკუპირებულ რაიონში შესვლა ყველა მოქალაქისთვის ფასიანი გახდება, კერძოდ კი პირს, ვინც ახალგორში შევა 20 ლარს გადაიხდის, რის შემდეგაც მას ერთი თვის განმავლობაში რაიონში გადაადგილების უფლება მიეცემა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალგორის რაიონ სოფელ მოსაბრუნთან ოს სეპარატისტთა უკანონო ბლოკ-საგუშაგოზე არაოფიციალური გადასახი უკვე არსებობს, თუმცა სეპარატისტები ფულს მხოლოდ იმ პირებისგან ითხოვენ, ვინც რაიონში ჩაწერილი არ არის.
ადგილობრივების თქმით, ოსმა სეპარატისტებმა არაოფიციალური გადასახადი დაახლოებით ორი კვირის წინ დააწესეს და მისი ოდენობა 20 ლარს შეადგენს.