ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ახალგორის რაიონში რუსი ექიმები ჰუმანიტარულ აქციას ატარებენ. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, საველე მრავალფუნქციურ ჰოსპიტალ "ზაშიტაში" რუსი ექიმები რაიონის მოსახლებას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ.
აღსანიშნავია, რომ ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერი ვადიმ ბროვცევი და ე.წ. მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, რომელმაც საველე ჰოსპიტალი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სამხედრო ქალაქი მონახულა. მათთან ერთან რაიონს რუსი გენერლებიც სტუმრობდნენ, რომლებმაც ქსნის ერისთავების სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს.
ბროვცევმა რუსეთის ხელისუფლებას ექიმების გამოგზავნისთვის მადლობაც გადაუხადა.
უწყებათაშორისო ჰუმანიტარული აქცია "ურთიერთდახმარება. თანამშრომლობა. უსაფრთხოება" აგვისტო-სექტემებერში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მდედვედევის გადაწყვეტილებით ტარდება, რომელიც ახალგორში 2 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც საველე ჰოსპიტალს უკვე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიტანენ.
აქციაში აქტიურად არინ ჩართულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსი მესაზღვრეებიც.