ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ თხილის პლანტაციაში მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა. მიღებული ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.