რუსეთის ფედერაციის ნიჟნიგოროდის მხარეში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ოს სეპარატისთა ლიდერის მთვარმა მრჩეველზე სოციალური პოლიტიკის საკითხებში ნუგზარ გაბარაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ცხინვალის ე.წ. ნაციონალურ ბანკში გახსნილ ანგარიშზე, რომელიც ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლების დასახმარებლად შეიქმნა 13 მილიონი რუბლია შესული, აქედან ნაწილი მოსახლეობამ, ხოლო მეორე ნაწილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა გადარიცხა.
აღნიშნული თანხიდან 5 მილიონი რუბლით სეპარატისტებმა დაზარალებული მოსახლებისთვის პირველადი მოხმარები საგნები შეიძინეს.
გაბარაევის თქმით, ჰუმანიტარულ დახმარებას დაზარალებული მოსახლეობისთვის ერთჯერადი ხასიათი არ ექნება.