აჭარის ა/რ ოფიციალურ დელეგაციას მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ქალაქკრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში უმასპინძლეს, სადაც კრაკოვის ტექნოლოგიური პარკის (KTP), მალოპოლსკასრეგიონალური განვითარების სააგენტოს (MRDA) და მალოპოლსკას ბიზნეს ცენტრის (http\://www.businessinmalopolska.com) პრეზენტაციები გაიმართა.
კრაკოვის ტექნოლოგიების პარკის ძირითადისაქმიანობაა: მალოპოლსკას ტექნოლოგიური განვითარება, მეწარმეობის განვითარება, ინოვაციებისპოპულარიზაცია და ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა, დადებითი ბიზნეს კლიმატის შექმნა და აკადემიურიპროექტების მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მალოპოლსკას რეგიონის პოტენციალის გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა პრეზენტაცია აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციას კრაკოვისტექნოლოგიური პარკის, მალოპოლსკას რეგიონული განვითარების სააგენტოს და ბიზნეს ცენტრისწარმომადგენლები, ასევე აჭარის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პოლონური მხარის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაზიარება ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პოლონეთის მალოპოლსკას სავოევოდოში ვიზიტის ფარგლებში დღესვე გაიმართება შეხვედრები მალოპოლსკასსავოევოდოს მარშალთან, იაცეკ კრუპასთან. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერებახელშეკრულებას რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდეგაგრძელდება.