რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, მინისტრის მოადგილეების, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის სოზარ სუბარისა და ახალდანიშნული გუბერნატორების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე რეგიონების გამოწვევებზე და მიზნებზე დეტალურად ისაუბრეს. მინისტრმა პრიორიტეტულ პროექტებსა და ყველა რეგიონის თანაბარ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
ასევე, უახლოესი პერიოდის სამუშაო გეგმა დაისახა.