სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „შურობუმოს“ საქმიანობას გაეცნო. რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის „ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს.
კოოპერატივი „შურობუმო“ სენაკის მუნიციპალიტეტში საქმიანობს და 16 ფერმერს აერთიანებს. პროგრამაში ჩართულობით მათ შესაძლებლობა ეძლევათ უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღონ გაზრდილი შემოსავალი.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „შურობუმოს“ გადაეცა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „შურობუმო“ ასევე ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამაში.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენება.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.