ქართული მხარე ჩინეთში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 24 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ იჩუნში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თანაგრძნობას დაღუპულთა ოჯახების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.