აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკოითის ძმისთვის, რობერტ კოკოითს აფხაზეთში შეძენილი ქონების დაბრუნებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ერთ-ერთი ოსური მედია იუწყება.
მათი ინფორმაციით, როდესაც რობერტ კოკოითი აფხაზეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩის თანამდებობაზე იმყოფებოდა, მან შავი ზღვის სანაპიროზე ქონება შეიძინა, თუმცა ე.წ. დიპლომატიური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ოს სეპარატისტთა ლიდერის ძმის ქონების კონფისკაცია მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთმა სეპარატისტებმა ქონების დაკანონებაზე უარი რუსულ მხარესაც განუცხადეს.