ამ წუთებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პრემიერ მინისტრმა, გიორგი ბახტაძემ მიმართა. მან ჟურნალისტებს ომში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
:დღეს ამ სურათებზეც ჩანს თუ რამხელა ტკივილი და უსამართლობა მოიტანა ამ ყველაფერმა.. ფაქტობრივად მივიღეთ ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი დიდი ტალღა.
ეს არის უსამართლობის ნათელი მაგალითი, რასაც კიდევ აგრესიული მცდელობები დაემატა, რომ მასმედიაში ეს ყველაფერი სუბიექტურად გაშუქებულიყო. მახსოვს, როგორ აგრესიულად მუშაობდა ოკუპანტის მანქანა თითქოს, ეს ყველაფერი ქართული სახელმწუფოს მიერ იყო ინიცირებული. ჩვენ მაშინ ამ რიტორიკის და პროპაგანდის გარღვევა გვჭირდებოდა. მართლაც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, ფოტოგრაფებმა საგმირო საქმე ჩაიდინეს. მათ შეძლეს ფირზე აღებეჭდათ, თუ რას წარმოადგენდა საოკუპაციო ძალა.
ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ამ ადამიანების ქმედება გმირობის ტოლფასია. მინდა ქედი მოვიხარო იმ სამი ჟურნალისტის წინაშე, რომლებმაც პროფესიული საქმიანობის დროს გმირობა ჩაიდინეს, მაგრამ ჩვენს გვერდით არ არიან.
11-მა ჟურნალისტმა მძიმე ტრავმა მიიღო.ისინი ჩვენთვის ნამდვილი გმირები არიან.
დღესაც 10 წლის შემდეგ ეს ძალიან დიდი გამოწვევა და ტკივილია, ჩვენ მავთურხლართების რეჟიმში ვცცოვრობთ.
ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე ძლიერი სახელმწიფოს, დემოკრატიული სახელმწიფოების შენებაა.
მადლობა ყველა ჟურნალისტს, ოპერატორს რომლებმაც იმ დღეებში შეძლეს იბიექტური რელობის მიწოდება მსოფლიო თანამეგობრობისთვის", - განაცხადა ბახტაძემ.